ავტორი:

“პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი” - დაპირისპირება პარლამენტში: რა მოხდა პლენარულ სხდომაზე

“პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი” - დაპირისპირება პარლამენტში: რა მოხდა პლენარულ სხდომაზე

პარლამენტში ფრაქცია “საქართველოსთვის” დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

  • კერძოდ, ფრაქციის დეპუტატები გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” ახლა “ნაციონალური მოძრაობის” მსგავს საქმიანობას ასრულებს, გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, რომელმაც გახარიას პარტიაში მყოფ “ყოფილ ნაცებზე” მიუთითა.

აღნიშნულს დარბაზიდან “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. დავით მათიკაშვილმა გიორგი შარაშიძეს პროვოკატორი უწოდა.

“პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი”, - მიმართა მათიკაშვილმა შარაშიძეს.

ამასთან, შარაშიძეს ტონის დაწევისკენ მიუთითა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა.

“მე გადავწყვეტ, როდის გავჩერდები და როდის დავბრუნდები ჩემს ადგილზე”, - უპასუხა შარაშიძემ.