ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც არის გადასატვირთი, საუბარია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე", - აღნიშნა პრემიერმა.