ავტორი:

4 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

4 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ამ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი:

  • საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი

2026 წლის 1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება. ეს ფუნქცია შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

  • მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება

2026 წლის 15 ივნისიდან საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი წესები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდებს შეეხება.

კერძოდ, ბრძანების მიხედვით, B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.

ამასთან, იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება მას დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები ზღვარი იზრდება. თუ მანამდე კანდიდატს გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, ახლა 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის შემთხვევაში ჩაიჭრება. გააგრძელეთ კითხვა