2026 წელს ევროპის იმ ქალაქებს შორის, სადაც დასვენება შედარებით იაფი ჯდება, კვლავ აღმოსავლეთ ევროპა ლიდერობს, - ამის შესახებ ირკვევა Post Office Travel Money-ის მიერ მომზადებული კვლევიდან.
კვლევა აჩვენებს, დაახლოებით რა უჯდებათ წელს ტურისტებს მოკლევადიანი ვიზიტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში. აღნიშნული ხარჯები მოიცავს 2 ადამიანისთვის 12 სხვადასხვა ტიპის გასავალს, მათ შორის, სასტუმროს ფასს, კვებას, ქალაქში ტრანსპორტირებას, ტურისტულ აქტივობებსა და სხვა.
მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, ორი ადამიანისთვის მოკლევადიანი დასვენება ყველაზე იაფი სარაევოშია, მას კი მოსდევს ბუქარესტი და ტირანა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის იმ ქალაქებს შორის, სადაც ტურისტებს წელს დასვენება შედარებით ყველაზე ძვირი უჯდებათ, ოსლო, კოპენჰაგენი და ედინბურგი ლიდერობენ.