ავტორი:

გურამიშვილის გამზირზე 26-სართულიანი კომპლექსი მოეწყობა - რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე? (+ფოტო)

გურამიშვილის გამზირზე 26-სართულიანი კომპლექსი მოეწყობა - რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე? (+ფოტო)

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინვესტორმა უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

როგორც განცხადებაშია დაკონკრეტებული, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის სავაჭრო ცენტრისა და 1000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას.

შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 257.920 კვ. მეტრს (25.792 ჰა) დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურა. შპს „ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფმა" სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის ანგარიში წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფი" ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიის მესაკუთრე 2025 წლიდან გახდა.

რეესტრის მონაცემების ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი სოლომონ ჩხაიძეა. გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები