ავტორი:

"უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში იარაღს ან საბრძოლო ტექნიკას არ გაგზავნის" - მადიარი

"უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში იარაღს ან საბრძოლო ტექნიკას არ გაგზავნის" - მადიარი

ნატო-ს გენერალურ მდივანს განვუცხადე, რომ უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში იარაღს ან საბრძოლო ტექნიკას არ გაგზავნის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

  • პეტერ მადიარის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან მნიშვნელოვნი შეხვედრა ჰქონდა.

„უნგრეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო-თავდაცვითი ალიანსის საიმედო პარტნიორი კვლავ იქნება. ნატო-ს გენერალურ მდივანს განვუცხადე, რომ უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში იარაღს ან საბრძოლო ტექნიკას არ გაგზავნის“, - წერს მადიარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მადიარის თქმით, მარკ რუტემ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ აცნობა.