გორში პოლიცილების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ექსპერტი გია ხუხაშვილი სოცილაურ ქსელში წერს:
"იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები:
ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ - საკუთარ კონფორმიზმს “გირგვლიანით” და “ციხის კადრებით” რომ ამართლებს, სულ 5 წუთით დარჩეს საკუთარ სინდისთან პირისპირ, ამ კითხვებზე გასცეს პასუხი და ყველაფერი ცხადი გახდება".
შეგახსენებთ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიციამ დააკავა 2 ადამიანი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცი სასტიკად ნაცემია და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან "აგრესიული ქმედება“ და "თავდასხმა“.
იხილეთ ასევე: