ავტორი:

"ადგილობრივებმა ძლიერი ბიძგები და შენობების რყევა იგრძნეს" - ჯეფ ბეზოსის რაკეტა ტესტირების დროს აფეთქდა

"ადგილობრივებმა ძლიერი ბიძგები და შენობების რყევა იგრძნეს" - ჯეფ ბეზოსის რაკეტა ტესტირების დროს აფეთქდა

Blue Origin-ის მძლავრი რაკეტა „ნიუ გლენი“ ფლორიდაში ტესტირების დროს აფეთქდა. ინციდენტი კეიპ-კანავერალზე მოხდა, სადაც 322 ფუტის სიგრძის რაკეტას ძრავის გაშვების ტესტი უტარდებოდა. კადრებში ჩანს, როგორ ჩნდება თავდაპირველად ცეცხლი რაკეტის გვერდებზე, შემდეგ კი მთელი ტერიტორია კვამლსა და ალში ეხვევა.

  • აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ახლომდებარე რაიონებში მცხოვრებლებმა ძლიერი ბიძგი და შენობების რყევა იგრძნეს.

  • კომპანიის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მომხდარს "ძალიან რთული დღე“ უწოდა და განაცხადა, რომ აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ ნაადრევია.

„ეს ანომალია იყო. ყველაფერს აღვადგენთ და ისევ დავბრუნდებით ფრენებზე,“ — განაცხადა ბეზოსმა.

ადგილზე მობილიზებულ მაშველებს ხანძრის სრულად ჩასაქრობად და ნამსხვრევების გასაწმენდად ერთ საათზე მეტი დასჭირდათ.

"ნიუ გლენი“ Blue Origin-ის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია. იგი პირდაპირ კონკურენციაშია SpaceX-ის Starlink სისტემასთან, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

ინციდენტის შემდეგ განცხადება გაავრცელა NASA-ს ადმინისტრატორმაც. მათი თქმით, მძიმე ტვირთამწეობის რაკეტების შექმნა „უკიდურესად რთული პროცესია“ და სააგენტო Blue Origin-ს გამოძიებაში დახმარებას გაუწევს.

მედიის ინფორმაციით, „ნიუ გლენის“ თითოეული გაშვების ღირებულება დაახლოებით 68 მილიონ დოლარს შეადგენს.

წყარო