თვეების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შემდეგ, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა თებერვალში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შემდეგაც სასამართლოში საქმე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებამ მათ ცხოვრებაში ერთი თავი დახურა, დაშორებულ წყვილს შორის დრამა კვლავ გრძელდება.
განქორწინების პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჯორჯინამ ახალი იერიში მიიტანა ყოფილ ქმარზე და ასევე მის დედაზე.
ჯორჯინამ კითხვას ასე უპასუხა:
ჯორჯინა უზკატეგუის არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ღალატს გულისხმობდა, თუმცა უცხოური მედია ამ კონტექსტში შემდეგს იხსენებს - ილიასა და ჯორჯინას განქორწინების პროცესში გავრცელდა ხმები თოფურიას სავარაუდო ღალატის შესახებ. ილია 2025 წლის ბოლოს დაუკავშირეს ქალს, სახელად ქეთა როსტომაშვილს. თუმცა მათი ურთიერთობა არ დადასტურებულა.

ჯორჯინას ინსტაგრამზე კითხვა-პასუხის დროს სწორედ ამ რეპლიკის შესახებ ჰკითხა ერთ-ერთმა გამომწერმა, რაზეც მან ასე უპასუხა:
ჯორჯინა უზკატეგუიმ თოფურიას "ბოროტი“ უწოდა.
ინფლუენსერმა გააკრიტიკა UFC-ის კომენტატორი ჯო როგანიც იმის გამო, რომ განქორწინების პროცესში როგანმა სავარაუდოდ, ხელი შეუწყო მის წინააღმდეგ ინტერნეტ-სიძულვილის გაღვივებას.
"Joe Rogan Experience“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც სტუმრად დერეკ მანრო იყო (პროექტიდან "More Plates More Dates“), როგანმა ისაუბრა ილია თოფურიას გახმაურებულ განქორწინებაზე. როგანმა კომენტარი გააკეთა იმ დროისთვის ინტერნეტში ვირუსულ ფოტოზე, რომელზე ჯორჯინა ავტომობილში ცნობილ რეპერთან ერთად არის აღბეჭდილი. ჯომ ქალს "მონსტრი" უწოდა და თქვა, რომ "როგორც ჩანს ჯორჯინამ ილია სწრაფად დაივიწყა".
"ის ფოტოებს იღებს რეპერებთან და ასეთ ხალხთან. ისინი ცდილობენ შენი სულის მოპარვას. ეს შენი შვილის დედაა და ეს ქალი მონსტრია", - თქვა როგანმა.
გუშინ, როდესაც კიდევ ერთმა ფანმა ჰკითხა ჯორჯინას იღებდა თუ არა ონლაინ მუქარებს, ქალმა თქვა, რომ ასე იყო:
"იმის გამოცდა, თუ როგორ სურდა ადამიანთა ჯგუფს ნარატივის შეცვლა ჩემი ძმის ფოტოს გამოყენებითაც კი, და ჩემი ისეთი იმიჯის ჩვენების მცდელობა, რომელიც არ არსებობს... ამან გამოიწვია უამრავი დევნა, სიძულვილი და ადამიანები ჩემი და ჩემი ქალიშვილის მოკვლითაც კი იმუქრებოდნენ,“ – უპასუხა მან.
სანამ ილია თოფურიას ყოფილი ცოლი აგრძელებს იმ ადამიანების მხილებას, რომლებმაც, მისი აზრით, უარყოფითი გავლენა მოახდინეს მის ცხოვრებაზე, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან შესახვედრად, UFC-ის თეთრი სახლის (White House) ქარდისთვის, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი.