თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი, მუდმივი სტრესი და ფიზიკური დაღლილობა ხშირად უარყოფითად აისახება ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ისეთ აქტივობებს, რომლებიც არა მხოლოდ სხეულის ფორმის გაუმჯობესებას, არამედ შინაგანი სიმშვიდისა და ენერგიის აღდგენასაც უწყობს ხელს. მათ შორის იოგა და პილატესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია, რადგან ეს ვარჯიშები აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს, სუნთქვის სწორ ტექნიკასა და მედიტაციის კომპონენტს.
იოგა ჰოლისტური პრაქტიკაა, რომელიც ადამიანს სხეულსა და გონებას შორის ჰარმონიის დამყარებაში ეხმარება. ასანების, პრანაიამასა და მედიტაციის კომბინაცია ავითარებს მოქნილობას, აძლიერებს კუნთებს და ხელს უწყობს ემოციური ბალანსის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, იოგა იდეალური არჩევანია მათთვის, ვისთვისაც სხეულის გაძლიერებასა და ფორმების დახვეწასთან ერთად, პრიორიტეტულია შინაგანი სიმშვიდე და მენტალური ჯანმრთელობაც.
რაც შეეხება პილატესს, ეს სავარჯიშო სისტემა ორიენტირებულია ღრმა კუნთების გაძლიერებაზე. ის ხელს უწყობს სხეულის სწორი პოზიციის, სტაბილურობისა და მოქნილობის განვითარებას. პილატესის ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში ან სურს ზურგისა და მუცლის კუნთების გაძლიერება. კონტროლირებადი მოძრაობები და სუნთქვის ტექნიკა ხელს უწყობს კუნთების სწორ მუშაობას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს საერთო ფიზიკურ მდგომარეობას.
სად შეძლებთ იოგის და პილატესის გაკვეთილებზე დასწრებას?
თბილისში ფიტნესკლუბი „რეფორმა“ მოვარჯიშეებს სთავაზობს მრავალფეროვან ჯგუფურ გაკვეთილებს, მათ შორის, იოგისა და პილატესის სესიებს. თითოეულ გაკვეთილი პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ტარდება. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშების დროს გათვალისწინებულია თითოეული მონაწილის ფიზიკური შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც პროცესს უსაფრთხოსა და გაცილებით ეფექტიანს ხდის.
ფიტნესკლუბ „რეფორმას“ ფილიალები ხელმისაწვდომია თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევთ ისარგებლონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ობიექტით. მისი უახლესი ფიტნესკლუბი საბურთალოზე გაიხსნა და ამგვარად, მოიცვა დედაქალაქის თითქმის ყველა მთავარი უბანი. დარბაზი ასევე ხელმისაწვდომია გლდანში, ორთაჭალაში და კიკვიძეზე.
„რეფორმა“ ჯგუფური სესიების გარდა, წევრებს სთავაზობს თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს ძალისმიერი თუ კარდიო ვარჯიშების შესასრულებლად. ის ასევე დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალური მწვრთნელებით, რომლებიც მოვარჯიშეებს მიზნების სწორად დასახვასა და მათ უფრო სწრაფად მიღწევაში ეხმარებიან.
ეწვიეთ „რეფორმას“ ოფიციალურ ვებგვერდს მისამართზე myreform.ge და გაიგეთ მეტი კლუბის სერვისებსა და ფილიალებზე.
R