ავტორი:

ქედაში, ჩანჩქერის მიმდებარედ მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს - რა დეტალებია ცნობილი

ქედაში, ჩანჩქერის მიმდებარედ  მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს - რა დეტალებია ცნობილი

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.