ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "მშვიდი ძილი დასრულებულია“.
"ასე რომ, ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულებულია. თქვენ იცით ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!“, - წერს მედვედევი X-ზე.