თეთრმა სახლმა ახალი, ვებგვერდი “Aliens.gov“ წარადგინა. ყველა ფიქრობდა, რომ ვებგვერდზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ საიდუმლოები გამოქვეყნდებოდა, თუმცა ამის ნაცვლად საიტი არალეგალი მიგრანტების დაკავების მონაცემების გამოქვეყნებაზე არის ფოკუსირებული და ერთგვარად ირონიული ხასიათისაა.

ვებგვერდის უცნაურმა სახელმა და მისმა შინაარსმა ინტერნეტში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

“60 წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობა საგულდაგულოდ ინახავდა საიდუმლოს, უცხოები ჩვენ შორის დადიოდნენ, ჩვენს უბნებში ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად ჰქონდათ ჩვენთან ურთიერთობა. ისინი ჩვენთან ერთად ყიდულობდნენ პროდუქტებს იმავე მაღაზიებში, დადიოდნენ იმავე კლასებში, სადაც ჩვენი შვილები და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით ცხოვრობდნენ - თუმცა ისინი აქაურობას არ ეკუთვნიან“, - წერია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
მომხმარებლებს შეუძლიათ რუკაზე სხვადასხვა ქალაქისა და შტატის მასშტაბი გაადიდონ, რათა დაკავებული მიგრანტების შესახებ უფრო ნათელი სურათი მიიღონ.
გვერდის ბოლოში განთავსებული დიდი წითელი ბმული მომხმარებლებს ICE-ის ცხელ ხაზზე ამისამართებს და მოუწოდებს: “შეატყობინეთ საეჭვო უცხოელების შესახებ“.

“პრეზიდენტი ტრამპი იყო პირველი, ვინც ხმამაღლა ისაუბრა იმ რეალურ საფრთხეზე, რომელსაც უცხოელები (Aliens) უქმნიან თითოეულ ამერიკულ ოჯახს, თემსა და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში