რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"ვიზიარებთ პოზიციას სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ წევრი სახელმწიფოები სომხეთთან ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების შეჩერების შესაძლო შედეგების შესახებ ანგარიშს მოამზადებენ, რომელსაც დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე წარადგენენ.
მათივე განცხადებით, „ერევნის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადება ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს“.