ავტორი:

"ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი" - ვლადიმერ პუტინი

"ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი" - ვლადიმერ პუტინი

ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვერავინ შეძლებს თქვას, თუ რა წარმოშობისაა ესა თუ ის დრონი, ვიდრე ექსპერტიზა არ ჩატარდება“, - განაცხადა პუტინმა.

  • მისი თქმით, რუსეთი მზადაა რუმინეთში ჩამოვარდნილ დრონთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიებისთვის.

"გადმოგვცენ გარკვეული მონაცემები ან დრონის ნამსხვრევები და ჩვენ ობიექტურ გამოძიებას ჩავატარებთ. ამის შემდეგ მომხდარს შევაფასებთ“, - აღნიშნა პუტინმა.