თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" აქვეყნებს.
მეორე ადამიანი კი, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.