ავტორი:

"თქვენ რომ არა, მე მოვკვდებოდი" - რას წერს თეა დარჩია რეპეტიციაზე გადაღებული კადრების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

"თქვენ რომ არა, მე მოვკვდებოდი" - რას წერს თეა დარჩია რეპეტიციაზე გადაღებული კადრების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

ქორეოგრაფი თეა დარჩია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში, მისი სტუდიის - Tedasi Studio გვერდზე გამოქვეყნებულ რეპეტიციის ვიდეოები გავრცელდა. საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა რეპეტიციის დროს დარჩიას მიმართვებს აღსაზრდელების მიმართ. თუმცა სტუდიის გვერდზე მალევე გამოჩნდა მშობლების მხარდამჭერი პოსტები და ვიდეოებიც.

სწორედ ამ ადამიანებს გადაუხადა თეა დარჩიამ მადლობა თანადგომისთვის, ხოლო კრიტიკოსებისთვის პასუხი არ გაიცია.

"მადლობა ტკბილო ქართველებო, ადამიანებო, მეგობრებო, მშობლებო, ბავშვებო… თქვენმა სიყვარულმა მე, გულის გახეთქვას გადამარჩინა… ვერ წარმოიდგენთ რამხელა შვება, გადარჩენა და სიცოცხლის ძალა ხართ თქვენ ჩემთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის და უპირობო სიყვარულისთვის. ღმერთს მადლობა, რომ ასეთები მყავხართ… თქვენ, რომ არა, მე მოვკვდებოდი," - წერს თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო.