ავტორი:

სისხლიანი გარჩევა თეთრიწყაროში - დაჭრილია მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა თეთრიწყაროში - დაჭრილია მამაკაცი

თეთრიწყაროში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი.

დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.