ჯენიფერ ლოპეზის შვილი, რომელიც საზოგადოებისთვის წლების განმავლობაში ემის სახელით იყო ცნობილი, როგორც ჩანს, ახლა ახალ სახელს - ოსკარს იყენებს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მარტში საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების კოლეჯში ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში 18 წლის ახალგაზრდა “ოსკარ მუნიზის“ სახელით მოიხსენიეს. პოსტის მიხედვით, ის შემოდგომიდან სწავლას Sarah Lawrence College-ში გააგრძელებს, სადაც თეატრსა და სტუდიურ ხელოვნებას შეისწავლის.

ჯერჯერობით არც ჯენიფერ ლოპესს და არც მის წარმომადგენლებს საჯაროდ არ გაუკეთებიათ კომენტარი სახელის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
ამ კვირაში ლოპესი შვილის გამოსაშვებ ცერემონიას დედასთან, გუადალუპე როდრიგეზთან და ბენ აფლეკის შვილთან, სამუელთან ერთად დაესწრო. უცხოური მედიის ცნობით, მარკ ენტონი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.


ლოპესს და მარკ ენტონის ტყუპები — მაქსი და ემა (რომელსაც, როგორც ჩანს, ახლა ოსკარის სახელით მოიხსენიებენ) — 2008 წელს შეეძინათ. მომღერალმა ცოტა ხნის წინ ტელეშოუში აღიარა, რომ შვილების სკოლის დამთავრება მისთვის ძალიან ემოციური პერიოდი აღმოჩნდა.
“ამ თემაზე ნუ მალაპარაკებთ, თორემ ტირილს დავიწყებ“, — იხუმრა მან.