მიუნხენის აეროპორტი დრონის სავარაუდო დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა, - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
მიუნხენის აეროპორტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაიხურა და მოგვიანებით გაიხსნა.
ფედერალურ პოლიციაში განაცხადეს, რომ პოლიციელებმა ადგილზე საეჭვო ობიექტის ნიშნები ვერ იპოვეს.
შეფერხების შედეგად 26 რეისი გადამისამართდა, ხოლო სამი რეისი გაუქმდა.