ლონდონის სავაჭრო ცენტრში მოზარდმა ზედა სართულიდან 13-კილოგრამიანი სკამი გადააგდო - შემთხვევა გასული წლის მარტში, აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ვესტფილდის სავაჭრო ცენტრში მოხდა.
ვიდეოში აღბეჭდილია მომენტი, როდესაც 16 წლის მოზარდი 13-კილოგრამიან სკამს ზედა სართულის მოაჯირიდან ქვემოთ ისვრის. მისი 15 წლის მეგობარი ყველაფერს ტელეფონით იღებს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

პოლიციამ ორივე მოზარდი მალევე დააკავა. 16 წლის ბიჭს, რომელმაც სკამი გადააგდო, 8-თვიანი პატიმრობისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის გავლის სასჯელი დაეკისრა. სასჯელის ნაწილი მას სპეციალურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა.

რაც შეეხება 15 წლის მოზარდს, რომელმაც ინციდენტი გადაიღო, სასამართლომ მას ჯარიმა და 12-თვიანი რეფერალის პროგრამა შეუფარდა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივ და აღმზრდელობით საქმიანობას ითვალისწინებს. ორივემ დანაშაული აღიარა.
გამომძიებლების შეფასებით, შემთხვევა შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო, თუმცა საბედნიეროდ, მძიმე სკამმა არავინ დააზიანა.