მარტვილში, სოფელ გაჭედილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ასევე ერთი ადამიანი.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.