ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს და ვიპოვით გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
"სადაც უკრაინის დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ვეხმარებით. სადაც შეგვიძლია, რომ ევროპას მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ, ამას ვაკეთებთ. თუ დახარჯული თანხების ოდენობას დააკვირდებით, ნახავთ, რომ ევროპამ თავისი ძალისხმევა გააძლიერა და უკრაინა ამ პროცესში ისევე ეფექტურია, თუ უფრო მეტად არა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
„პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან. ძალიან ბევრს ვსწავლობთ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ თანაბარ დონეზე ვიყოთ, არამედ ამ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოები გავხდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.