ავტორი:

ტრაგედია მარტვილში - ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ტრაგედია მარტვილში - ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა მარტვილში. სოფელ გაჭედილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ასევე ერთი ადამიანი.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულები არიან ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.