უნგრეთში, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მიმდინარეობს - ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" უპირისპირდებიან.
მატჩში პირველი გოლი არსენალმა გაიტანა. მეექვსე წუთზე კაი ჰავერცმა პარიზელების კარი დალაშქრა.
პირველი ტაიმი მწვრთნელების ტაქტიკური მონახაზის გამოცდა იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.ლონდონებს ფაქტობრივად, იდეალურად ჰქონდათ ჩაკეტილი ყველა ზონა და პსჟ-ს შემტევებს რეალური შესაძლებლობა გოლის გასატანად არ მისცემია.
მეორე ტაიმი პარიზელების შეტევებით დაიწყო. პსჟ-ს კვლავ ქართველის ფანტაზია გამოადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი მოიპოვა.

პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა უსმან დემბელემ და პსჟ-მ 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. სავარაუდოდ, ცვლილება ხვიჩას ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. წინ დამატებითი დროა.