ავტორი:

არსენალმა ანგარიში გახსნა - კაი ჰავერცმა პსჟ-ს გაუტანა

არსენალმა ანგარიში გახსნა - კაი ჰავერცმა პსჟ-ს გაუტანა

უნგრეთში, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მიმდინარეობს - ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" უპირისპირდებიან.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასეთია:

პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

არსენალი: რაია, სალიბა, მაგალიაეში, ლუის-სკელი, მოსკერა, ინკაპიე, ტროსარდი, რაისი, ედეგორი, საკა, ჰავერცი.

მატჩში პირველი გოლი არსენალმა გაიტანა. მეექვსე წუთზე კაი ჰავერცმა პარიზელების კარი დალაშქრა.