ავტორი:

ტაქტიკური დუელი, "არსენალის" გოლი და ლონდონელების მიერ "ჩაკეტილი" კვარაცხელია - პირველი ტაიმის მნიშვნელოვანი მომენტები

ტაქტიკური დუელი, "არსენალის" გოლი და ლონდონელების მიერ "ჩაკეტილი" კვარაცხელია - პირველი ტაიმის მნიშვნელოვანი მომენტები

უნგრეთში, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მიმდინარეობს - ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" უპირისპირდებიან.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასეთია:

  • პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
  • არსენალი: რაია, სალიბა, მაგალიაეში, ლუის-სკელი, მოსკერა, ინკაპიე, ტროსარდი, რაისი, ედეგორი, საკა, ჰავერცი.

მატჩში პირველი გოლი არსენალმა გაიტანა. მეექვსე წუთზე კაი ჰავერცმა პარიზელების კარი დალაშქრა.

პირველი ტაიმი მწვრთნელების ტაქტიკური მონახაზის გამოცდა იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

ლონდონებს ფაქტობრივად, იდეალურად ჰქონდათ ჩაკეტილი ყველა ზონა და პსჟ-ს შემტევებს რეალური შესაძლებლობა გოლის გასატანად არ მისცემია.