ავტორი:

კვლავ პსჟ და კვლავ ქართველის გადამწყვეტი მომენტი - პარიზელები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან:ვინ რა შეფასება მიიღო

კვლავ პსჟ და კვლავ ქართველის გადამწყვეტი მომენტი - პარიზელები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან:ვინ რა შეფასება მიიღო

პარი სენ-ჟერმენი, ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

  • ფინალური მატჩი ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართა. ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდნენ. ფეხბურთის გულშემატკივრებმა უშეღავათო ბრძოლა იხილეს, სადაც გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასეთი იყო:

პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

არსენალი: რაია, სალიბა, მაგალიაეში, ლუის-სკელი, მოსკერა, ინკაპიე, ტროსარდი, რაისი, ედეგორი, საკა, ჰავერცი.მატჩში პირველი გოლი არსენალმა გაიტანა. მეექვსე წუთზე კაი ჰავერცმა პარიზელების კარი დალაშქრა.

მატჩი მწვრთნელების მიკელ არტეტასა და ლუის ენრიკეს ტაქტიკური მონახაზის გამოცდა იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.ლონდონელებს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, იდეალურად ჰქონდათ ჩაკეტილი ყველა ზონა და პსჟ-ს შემტევებს რეალური შესაძლებლობა გოლის გასატანად არ მისცემია.

მეორე ტაიმი პარიზელების შეტევებით დაიწყო. პსჟ-ს კვლავ ქართველის ფანტაზია გამოადგა.

  • ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი მოიპოვა. პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა უსმან დემბელემ და პსჟ-მ 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და შანსი პარიზელებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. სავარაუდოდ, ცვლილება ხვიჩას ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 1-1.

გოლის გატანა გუნდებმა ვერც დამატებით 30 წუთში ვერ შეძლეს. საბოლოოდ კი გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიის შედეგად გამოვლინდა და გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.

ანალიტიკური საიტის, flashscore-ის მიხედვით საუკეთესო შეფასება დეზირე დუემ მიიღო 7,9, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6,5 ქულით შეფასდა.