ავტორი:

"ერთადერთი გარანტია, რაც უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება, ირანელები ამაზე დათანხმდნენ" - დონალდ ტრამპი

"ერთადერთი გარანტია, რაც უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება, ირანელები ამაზე დათანხმდნენ" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისგან მიიღო გარანტიები, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან.

  • Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერება და ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.

"ერთადერთი გარანტია, რაც მე უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. ისინი ამაზე დათანხმდნენ და ეს ძალიან საინტერესო იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან შეთანხმების დადებას არ ჩქარობს და შეერთებული შტატები მიიღებს იმას, რაც სურს.

"არსად მეჩქარება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა და თუ ვერ მივიღებთ, სხვანაირად დავასრულებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.