ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.
თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.
ხვიჩას თქმით, ორი დღის წინ წაიქცა და ამის შედეგია მისი ფეხის ამგვარი მდგომარეობა.
კვარაცხელიას ასევე ჟურნალისტმა ჰკითხა, ჩემპიონთა ლიგის მესამე თასზე: "მესამე, მესამე არ მოდის?", - რასაც კვარამ ასე უპასუხა - "კი, წამოვა მესამეც"