ავტორი:

მართვის მოწმობის გამოცდის წესი და... - 4 ცვლილება, რომელიც საქართველოში ხვალიდან, 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობის გამოცდის წესი და... - 4 ცვლილება, რომელიც საქართველოში ხვალიდან, 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ამ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი.

საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი

2026 წლის 1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება. ეს ფუნქცია შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება... წაიკითხეთ ვრცლად