პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, მის პოზიციას "ფეისბუქზე“ მისი ძმა აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, რაც მოხდა საშინელება იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ პოლიციელები "დღეს უკვე დასჯილები არიან.
"დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.
რაც მოხდა, საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად
და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, - წერია წერილში.