ავტორი:

უმძიმესი ავტოავარია თურქეთში - სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია 8 და დაშავებულია 33 ადამიანი (ფოტოები)

უმძიმესი ავტოავარია თურქეთში - სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია 8 და დაშავებულია 33 ადამიანი (ფოტოები)

თურქეთის ქალაქ დენიზლიში პამუკკალეს ტურისტული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი დენიზლი-აიდინის გზატკეცილზე ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

  • თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა და 33 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი იზმირიდან ანტალიაში მიემგზავრებოდა და მასში 38 მგზავრი და 3 მძღოლი იმყოფებოდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.