ავტორი:

"სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, მათ ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა...” - ახალი დეტალები ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ

"სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, მათ ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა...” - ახალი დეტალები ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მოკლული შუა ხნის მამაკაცია.

თვითმხილველები "აჭარა თაიმსთან" მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

"ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა... 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს" - ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა "აჭარა თაიმსთან" საუბრისას.

"სალონში ყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. ასე თქვეს. მაგიც არ დამინახია მე. შოკში ჩავვარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან... გავიგონეთ ტყვიის ხმა, 7-8 ტყვია გავარდა... შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვინ ისროლა, არ ვიცით, გაიქცა და ვსო... ცოლი და ბავშვი აგერ სალონი რომაა, იქ იყვნენ, იცდიდა და მოხდა ამფერი ამბავი. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში,მუცელში, კისერში და რავიცი..."

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. 50 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: