მას შემდეგ რაც პარი სენ-ჟერმენი უკვე მეორედ გახდა ჩემპიონი, პარიზის ქუჩებში საზეიმო განწყობა რამდენიმე დღეა გრძელდება.
სპეციალურად გულშემატკივრებისთვის პარკ დე პრენსზე საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, სადაც ვარსკვლავი ფეხბურთელები ადგილზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარდგნენ და შემდეგ პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვაც მოისმინეს.
ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
“შეუდარებელმა ქართველმა "ვინგერმა" უდიდესი როლი ითამაშა პარიზელთა მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებაში, მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა მთელი ტურნირის განმავლობაში, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობდა.
მან გადამწყვეტი როლი ითამაშა "არსენალთან" ფინალურ გამარჯვებაშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში 1-1 გაათანაბრა.
თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.
ვიდეო: Geo team