ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის თაობაზე ოფიციალური წერილი წარუდგინა. ამის შესახებ წყარომ Iran International-ს განუცხადა.
"მისი თქმით, ამ მდგომარეობით შექმნილმა ვაკუუმმა საშუალება მისცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, ხელში აეღოთ ქვეყნის მართვის ძირითადი ბერკეტები.
ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ვერ ახერხებს მართვას და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რის გამოც დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა", - წერს გამოცემა.