ავტორი:

მოკრძალებული ცერემონია ახლობლების წრეში და სადა საპატარძლო კოსტიუმი - დუა ლიპამ რჩეულზე იქორწინა (ფოტო)

მოკრძალებული ცერემონია ახლობლების წრეში და სადა საპატარძლო კოსტიუმი - დუა ლიპამ რჩეულზე იქორწინა (ფოტო)

პოპულარული ბრიტანელი მომღერალი დუა ლიპა და მსახიობი კალუმ ტერნერი ოფიციალურად დაქორწინდნენ. 30 წლის მომღერალმა და 36 წლის მსახიობმა ქორწილი ლონდონში, ოლდ მერილებონის მერიაში, 31 მაისს, ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაიხადეს.

დასავლური მედიის ცნობით, ცერემონია მცირე და ინტიმური იყო.

ქორწილის ფოტოები გამოცემებმა The Daily Mail და The Sun გაავრცელეს.

  • Vogue-ის ინფორმაციით, დუა ლიპას Schiaparelli-ს კუტურის თეთრი კაბა ეცვა, რომლის დიზაინერი დენიელ როუზბერია. მომღერალმა ლუქი თეთრი ხელთათმანებით, Christian Louboutin-ის ფეხსაცმლითა და სტივენ ჯონსის დიდი ზომის ქუდით დაასრულა. კალუმ ტერნერი კი კლასიკურ ლურჯ კოსტიუმსა და ჰალსტუხში იყო გამოწყობილი.

წყვილის წარმომადგენლებს ქორწილთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. დუა ლიპამ ნიშნობა პირველად 2025 წლის ივნისში, ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში დაადასტურა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავდა.

მისი თქმით, ქორწინება მისთვის მხოლოდ სიყვარულის გამოხატულება არ არის, არამედ გადაწყვეტილებაა, რომელიც ორი ადამიანის მომავალს უკავშირდება.

ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა ოჯახის შექმნის სურვილზეც. დუა ლიპამ განაცხადა, რომ მომავალში შვილების ყოლა სურს, თუმცა ამ ეტაპზე კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაზე ფიქრობს.

“ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს შვილები მყავდეს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს,“ - აღნიშნა მომღერალმა.

წყარო