სამხრეთ კორეაში დააკავეს იუთუბერი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, პოპულარული მსახიობის, კიმ სუ-ჰიონის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა და მასშტაბური სკანდალი გამოიწვია.
YouTube-არხ Hover Lab-ის ხელმძღვანელი, კიმ სე-უი, ამტკიცებდა, რომ მსახიობი არასრულწლოვან მსახიობთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. ბრალდებებს კიმ სუ-ჰიონი თავიდანვე უარყოფდა.
კიმ სუ-ჰიონის სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსახიობის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები და ე.წ. მტკიცებულებები უსაფუძვლო იყო.
თავად კიმ სე-უი ბრალდებებს არ ეთანხმება. სასამართლოს სხდომამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს.
თუმცა, პოლიციის განცხადებით, ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი. Hover Lab სამხრეთ კორეაში საკამათო პლატფორმად მიიჩნევა და ხშირად აქვეყნებს მასალებს პოლიტიკისა და შოუბიზნესის შესახებ.
კიმ სუ-ჰიონის წინააღმდეგ გავრცელებულმა ბრალდებებმა სამხრეთ კორეაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მსახიობი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია და არაერთ წარმატებულ სატელევიზიო პროექტსა და სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. გავრცელებულმა ბრალდებებმა მსახიობის კარიერასა და რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. პოლიციის ცნობით, კიმ სუ-ჰიონი კვლავ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ დახმარებას იღებს.
მსახიობი საჯაროდ ბოლოს 2025 წლის მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ კიმ საე-რონთან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულწლოვანი გახდა.
“ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია“, – განაცხადა მაშინ მსახიობმა.