ავტორი:

რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში 600 ლარზე ნაკლებ და 9 600 ლარზე მეტ ხელფასს

რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში 600 ლარზე ნაკლებ და 9 600 ლარზე მეტ ხელფასს

2026 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1 012 141 შეადგინა - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა თვესთან, მარტთან შედარებით 0.6%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.1%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მარტთან შედარებით 0.2%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ საქართველოში ყოველთვიურად 600 ლარამდე ხელფასს 112 347 ადამიანი იღებდა... წაიკითხეთ ვრცლად