გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან ძლიერი.
მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).