მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი შს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"შუბლისძარღვგაწყვეტილებისთვის" სიურპრიზია! დღეიდან, ყველა, ვინც აბულინგებს ბავშვებს, ოჯახებს, - კანონი პასუხს მოსთხოვს! (და არა მარტო ბავშვების მიმართ ბულინგი.. ნებისმიერ მოქალაქის მიმართ!)
მე პირადად მქონდა პრაქტიკა, როდესაც ჩვილი ბავშვის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი სიძულვილის ენაზე კანონით ვერ მოვახდინე ვერანაირი დაცვითი მექანიზმის ამუშავება.
ვფიქრობ კანონი გაითვალისწინებს ტრანსნაციონალურ (ქვეყნის საზღვრებს გარეთ) დანაშაულს კიბერ სივრცეში, კონკრეტულად ზიზღის ენას ვგულისხმობ!
მაქვს შეგროვებული პირდაპირი მტკიცებულებები (არა მხოლოდ მე.. ბევრს..) და ვისურვებდი შსს-ს მივაწოდო ყველა ეს მტკიცებულება. დაიწყეთ გამოძიება ნამდვილი დამნაშავეების მიმართ! წლებია არაადამიანურ ბულინგს განვიცდით! გილოცავთ ყველა ბავშვს და მშობელს ბავშვთა დაცვის დღეს!" - წერს გიორგი გასვიანი.