ავტორი:

მივიწყებული გიგანტები: სტადიონები, სადაც ოდესღაც ფეხბურთის ჩემპიონატები ტარდებოდა, დღეს საქორწილო დარბაზებად და ავტოპარკებად არის ქცეული

მივიწყებული გიგანტები: სტადიონები, სადაც ოდესღაც ფეხბურთის ჩემპიონატები ტარდებოდა, დღეს საქორწილო დარბაზებად და ავტოპარკებად არის ქცეული

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნებისმიერი სტადიონისთვის ფეხბურთის ისტორიაში ადგილის დამკვიდრებას ნიშნავს. თუმცა, წლების შემდეგ, როდესაც გულშემატკივართა ყიჟინი წყდება, ზოგიერთი ლეგენდარული არენა ბედის ანაბარა რჩება მიტოვებული.

2022 წლის კატარის ჩემპიონატის ინოვაციური ნაგებობებიდან დაწყებული, ევროპული ტურნირების ისტორიული მოედნებით დასრულებული, ბევრ მათგანს დღეს მხოლოდ ძველი დიდების ჩრდილი აქვს შემორჩენილი. შესაძლოა, წლების შემდეგ მსგავსი ბედი აშშ-ის, კანადისა და მექსიკის წლევანდელი ჩემპიონატის არენებსაც ეწიოს. მანამდე კი, “SunSport’- ი იმ 10 სტადიონზე გიამბობთ, რომლებიც დრომ დაივიწყა.

1. Arena BRB Mane Garrincha (ბრაზილია 2014)

ბრაზილიის დედაქალაქში მდებარე სტადიონმა, რომელიც 72 000 გულშემატკივარს იტევს, 12 წლის წინ 7 მატჩს უმასპინძლა და სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთის გრანდიოზული ტრიუმფის სიმბოლო გახდა.

  • 2010 წელს მის რეკონსტრუქციაზე 250 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, რითაც ის იმ დროისთვის მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებულ სტადიონად იქცა.

სამწუხაროა, რომ 2021 წლის “კოპა ამერიკის“ შემდეგ სტადიონი პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. ვინაიდან ბრაზილიაში გრანდ-კლუბი არ არსებობს, გარინჩას სახელობის სტადიონს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს. ახლა იმ ნაგებობაში, რომლის შენახვა წელიწადში 1.5 მილიონი ფუნტი ჯდება, ტატუ-ფესტივალები და კვების გამოფენები იმართება, ხოლო ავტოსადგომი ავტობუსების დეპოდ არის გადაკეთებული.

2. Parkstadion (გერმანია 1974)

“შალკეს“ ძველი სტადიონი ისტორიაში იმით შევიდა, რომ აქ იუგოსლავიამ ზაირი 9:0-ით გაანადგურა. თუმცა, 2001 წელს გუნდის გადასვლის შემდეგ, 62,000 ადგილიანი არენა დღეს უკვე მიტოვებულია . მისი დიდი ნაწილი დაანგრიეს, დარჩენილია მხოლოდ ერთი ტრიბუნა, რომელსაც ძირითადად “შალკეს“ ახალგაზრდული გუნდები იყენებენ.

3. Stadio Sant’Elia (იტალია 1990)

სარდინიის ამ ისტორიულმა მოედანმა 1990 - წლის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც “კალიარი“ 2017 წელს უფრო პატარა "უნიპოლ დომუსის“ სტადიონზე გადავიდა, “სანტ-ელია“ ნანგრევებად იქცა. ის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიხურა და ახლა მხოლოდ ჟანგითა და სარეველა ბალახით არის დაფარული.

4. Stadium 974 (კატარი 2022)

ეს სტადიონი როგორც "მდგრადობის სიმბოლო“ გეგმის მიხედვით 974 საზღვაო კონტეინერისგან აშენდა, ჩემპიონატის შემდეგ ის სრულად უნდა დაეშალათ და სხვა ქვეყნისთვის გადაეცათ, თუმცა ტურნირიდან 3 წელზე მეტი გავიდა და ნაგებობა კვლავ ხელუხლებელი რჩება.

სტადიონმა ისეთ იშვიათ ღონისძიებებსაც უმასპინძლა, როგორიც FIFA-ს არაბული თასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა თასი იყო, მაგრამ ამჟამად არცერთ კლუბს არ ეკუთვნის.

5. Arena de Amazonia (ბრაზილია 2014)

ამაზონის ჯუნგლების შუაგულში მდებარე სტადიონმა მსოფლიოს თავი 2014 წელს ინგლის - იტალიის მატჩით დაამახსოვრა. მისი მშენებლობა 217 მილიონი ფუნტი დაჯდა და სამი მუშის სიცოცხლე შეეწირა. ახლა ნაგებობა ფინანსურ ტვირთად არის ქცეული, ქალაქ მანაუსს მაღალი დონის გუნდი არ ჰყავს, დაბალი ლიგების მატჩებზე კი ხშირად 1000 კაცზე ნაკლები მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციამ სტადიონი საქორწილო ცერემონიებისთვისაც კი გახსნა, რათა ხარჯების ნაწილი მაინც დაფაროს.

6. Peter Mokaba Stadium (სამხრეთ აფრიკა 2010)

“პოლოკვანეს“ სტადიონმა, რომელიც ფორმით ბაობაბის ხეს წააგავს, დიზაინის გამო დიდი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად სილამაზისა, ნაგებობა ნახევრად დასრულებულია, სახურავი ოთხიდან მხოლოდ ერთ ტრიბუნას აქვს. მუდმივი გუნდის არარსებობის გამო, მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ აფრიკის მიწაზე ჩატარებული ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, არენა დროის უდიდეს ნაწილი ცარიელი დგას.

7. Pontiac Silverdome (აშშ 1994)

ეს გიგანტი 2000 წლამდე NFL-ის უდიდესი სტადიონი იყო. 1994 წელს “Silverdome“- მა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ მატჩს უმასპინძლა, რომლებიც პირველად ჩემპიონატის ისტორიაში, დახურულ სივრცეში ჩატარდა, თუმცა, 2000-იან წლებში შენობა იმდენად დაძველდა, რომ 2009 წელს სულ რაღაც 550,000 დოლარად (მშენებლობის ღირებულების 1%-ზე ნაკლებად) გაიყიდა. საბოლოოდ, სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, 2017 წელს სტადიონი სრულად დაანგრიეს.

8. Stadio delle Alpi (იტალია 1990)

ტურინში სპეციალურად “იტალია 1990“-ის მატჩების ჩასატარებლად აშენებული სტადიონი გარკვეულწილად იმედგაცრუება გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი 69 000 მაყურებელს იტევდა და ხუთი მატჩს, მათ შორის ინგლისსა და დასავლეთ გერმანიას შორის ნახევარფინალს უმასპინძლა, გულშემატკივრებმა ეს ადგილი ცუდი ხილვადობის გამო არ შეიყვარეს. იუვენტუსმა“ და "ტორინომ“ სტადიონი 2006 წელს დატოვეს, სამ წელიწადში კი ნაგებობა დაანგრიეს.

9. Mbombela Stadium (სამხრეთ აფრიკა 2010)

სამხრეთ აფრიკის სტადიონმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩს უმასპინძლა, ის ორიგინალური, ჟირაფის ფორმის საყრდენებით გამოირჩევა, თუმცა ასევე არასწორად შერჩეული ლოკაციის მსხვერპლი გახდა, ქალაქ მბომბელაში სულ 60,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 43,500 ადგილიანი სტადიონის შევსებას თითქმის შეუძლებელს ხდის და მიუხედავად იმისა რომ ის პერიოდულად ჯერ კიდევ მასპინძლობს ფეხბურთის და რაგბის მატჩებს, შენობა დროის უდიდესი ნაწილი მიტოვებული რჩება.

10. Lusail Stadium (კატარი 2022)

არგენტინისა და საფრანგეთის ლეგენდარული ფინალის ადგილი ამჟამად მიტოვებული არ არის, თუმცა როგორც ჩანს ძველ დიდებას ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

89 000 ადგილიანი უზარმაზარი სტადიონი ხანდახან კვლავ მასპინძლობს ისეთ დიდ ღონისძიებებს, როგორიც 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასი და 2025 წლის ფიფას არაბული თასი იყო. თუმცა, მისი სპორტული მიზნით გამოყენება საკამათოა საკითხი, რადგან მთლიანი ნაგებობის იჯარით აღების მსურველი დღემდე არ გამოჩენილა.

წყარო