ავტორი:

რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს

რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს

რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, "როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში ხვალიდან, 2 ივნისიდან შევა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ შეზღუდვების დაწესების მიზეზი ხილის იმპორტისას დაფიქსირებული დარღვევებია.

"რუსეთში სომხური ხილის იმპორტისას დარღვევების გახშირებულ შემთხვევები ფიქსირდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.