პრეზიდენტის დავალებაა, ვეცადოთ, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს - სასურველია ზამთრამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა კიევში, "უსაფრთხოების არქიტექტურის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს.
"საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები უკვე არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.