რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა შენობები და ავტომობილები. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
რუსებმა ხარკოვის ორ რაიონსაც შეუტიეს, რისე შედეგადაც დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.