ავტორი:

"ვგლოვობთ დადა ბარაბაძეს - მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ უპატიოსნეს ბიჭს" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელზე

"ვგლოვობთ დადა ბარაბაძეს - მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ უპატიოსნეს ბიჭს" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელზე

ახალგაზრდა ფეხბურთელი დადა ბარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო სკოლა გორდა ავრცელებს.

"ჩვენთვის ძნელია ამ პოსტის დადება:ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მწუხარებას! დადა ბარაბაძე გორდას პირველი ნაბიჯების მონაწილე, ჩვენი გუნდის ნიჭიერი ფეხბურთელი..." - წერს სკოლა.

დადა ბარაბაძე მამა თეიმურაზ ბარაბაძის ვაჟია. ამის შესახებ მამა იოანე ცუხიშვილი წერს.

"ვჭირისუფლობთ და ვგლოვობთ დადა ბარაბაძეს - მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ უპატიოსნეს და სიკეთით სავსე ბიჭს... თანაგიგრძნობთ ჩემო ძვირფასო მამა თეიმურაზ და ჩემო უკეთილშობილესო ქეთი.. ენით აუწერელი ტრაგედიაა..სიტყვები ზედმეტია ამ უდიდესი ტკივილის სანუგეშოდ.უფალმა დაიფაროს დადა და მისი ოჯახი, ამინ!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.