ლონდონში გამართული "არსენალის“ საჩემპიონო აღლუმის შემდეგ პოლიცია რამდენიმე დანაშაულს იძიებს. Metropolitan Police Service-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ სულ 24 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სექსუალური ძალადობის, თავდასხმის, ნარკოდანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით.

სამი პირი დააკავეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით. გარდა ამისა, რამდენიმე პირი ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი სამართალდარღვევებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო დააკავეს.


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ წაიქცა პატარა ხე, რომელზეც რამდენიმე გულშემატკივარი იყო ასული. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც აღლუმის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებია ასახული.


ცალკე ინციდენტი მოხდა ერთ-ერთ სასტუმროშიც, სადაც, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ფანებმა ხანძარი გააჩინეს.
"ძალადობა და ანტისოციალური ქცევა მიუღებელია. სამწუხაროდ, დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი, მათ შორის თავდასხმები პოლიციელებზე და დანით დაჭრის ფაქტები. ყველა შემთხვევაზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა სტიუარტ ბელმა.
არაოფიციალური მონაცემებით, აღლუმს დაახლოებით 1 მილიონამდე გულშემატკივარი ესწრებოდა. არსენალის ფეხბურთელები,გულშემატკივრებთან ერთად, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ-ლიგის მოგებას აღნიშნავდენენ.