როდესაც სტუდენტი ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე აბარებს, მას პირველივე დღიდან ასწავლიან, რომ ფსიქოლოგია არის მეცნიერება თავისი მკაცრი მეთოდებით, სტატისტიკური ანალიზითა და მკაფიო ეთიკური საზღვრებით. თუმცა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეალურ ბაზარზე გასული სპეციალისტი ხშირად ხვდება გარემოში, სადაც მარკეტინგული პოპულარობა ხშირად უფრო ფასობს, ვიდრე მეცნიერული სიზუსტე.
ამ წნეხის შედეგად, თანამედროვე პრაქტიკოსები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომლებიც მათ აკადემიურ საწყისებს ეწინააღმდეგება.
შეცდომა #1
საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები თვეებს ატარებენ იმის შესასწავლად, თუ რამდენად კომპლექსურია ადამიანის ფსიქიკა და ქცევის ცვლილება. რეალურ პრაქტიკაში კი ფსიქოლოგების ნაწილი სწრაფი თერაპიის ფორმატზე გადადის. კლიენტებს ჰპირდებიან პრობლემების მოგვარებას 3-5 სესიაში, იყენებენ ზედაპირულ ტექნიკებს და ივიწყებენ, რომ ღრმა ტრავმებსა და პიროვნულ სტრუქტურებს ხანგრძლივი, სისტემური მუშაობა სჭირდება.
შეცდომა #2
ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება კულტურული კონტექსტის იგნორირება და დასავლური მოდელების ბრმა კოპირება. სინამდვილეში ფსიქოლოგია ნათლად გვასწავლის, რომ ფსიქოლოგიური თეორიები და მიდგომები უნივერსალური არ არის. ის, რაც იდეალურად მუშაობს დასავლურ, მკაცრად ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში, სრულიად სხვანაირად ფუნქციონირებს უფრო კოლექტივისტურ და ტრადიციულ გარემოში, როგორიც საქართველოა.
შეცდომა #3
კლასიკური ფსიქოლოგიური განათლება გვაჩვენებს, რომ თერაპევტის როლი კლიენტის თვითგამორკვევის ხელშეწყობაა და არა საკუთარი აზრების თავს მოხვევა. სოციალური მედიის ეპოქაში ფსიქოლოგები ხშირად გვევლინებიან მორალურ კომპასებად ან ცხოვრების სტილის გურუებად. ისინი გასცემენ პირდაპირ დირექტივებს, თუ როგორ უნდა იცხოვროთ, ვინ უნდა გიყვარდეთ... ეს კლიენტში არა დამოუკიდებლობას, არამედ ფსიქოლოგზე დამოკიდებულებას იწვევს. ასევე ხშირია თერაპიული პროცესების თვეობით და წლობით გაწელვა.
ამ და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში ფსიქოლოგიის სასწავლო პროგრემების მოდერნიზაცია და თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაა. მაგალითად, პროგრამაში უნდა გაჩნდეს საგნები, რომლებიც სტუდენტს პირდაპირ ასწავლის: როგორ მართოს პროფესიული პროფილი სოციალურ ქსელში ეთიკის დარღვევის გარეშე, სად გადის ზღვარი საჯარო მარკეტინგსა და კლიენტთან კონფიდენციალურობას შორის და სხვა. ამასთან, აუცილებელია, რომ ფსიქოლოგმა სპეციალობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან თანხვედრაში შეისწავლოს. ფსიქოლოგია გასცდა წმინდა ჰუმანიტარულ ჩარჩოებს. პროგრამირება მას განვითარების სრულიად ახალ, ზუსტ ინსტრუმენტებს აძლევს. მონაცემთა ანალიზი გამორიცხავს თერაპევტის სუბიექტურ შეცდომებს, ხოლო ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ალგორითმები წამებში აფასებენ თვეების მანძილზე ნათქვამ ათასობით სიტყვას. ტექნოლოგიას შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს ისეთი ფარული პატერნები (მაგალითად, სოციალურ ქსელში გატარებული დრო და შფოთვა) ან ბიომეტრიული სიგნალები, რომლებსაც ადამიანი ვერ შეამჩნევდა, და წინასწარ განსაზღვროს, რომელი თერაპია იმუშავებს უკეთესად.
აქედან გამომდინარე, კოდის წაკითხვისა და ალგორითმების ფლობა ფსიქოლოგისთვის დღეს ისეთივე აუცილებლობა ხდება, როგორც მოსმენის უნარი. მონაცემებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა გამორიცხავს შეცდომებს. შედეგად, კლიენტი მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას კი არ იღებს, არამედ მკაფიო ქცევით ალგორითმს საკუთარი მდგომარეობის ეფექტურად სამართავად.
საქართველოში ამ ახალ მიდგომას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამკვიდრებს საბაკალავრო პროგრამით „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ სტუდენტები ეუფლებიან R პროგრამირების ენას, რომელიც სოციალურ მეცნიერებებში მონაცემთა დამუშავების წამყვანი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია. ეს კი მათ საერთაშორისო ასპარეზზეც დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. გახსოვდეთ, ფსიქოლოგიის ინტეგრაცია ტექნოლოგიებთან, კოდთან და ნეირომეცნიერებასთან გარდაუვალია. BTU-ს პროგრამა სრულად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ თანამედროვე საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს.
R