ავტორი:

“ჩემი ქალიშვილი სისხლში ცურავდა - ჭიშკრისკენ ჩემი შვილიშვილის ნათლია გარბოდა... სამი შვილის დედაა“ - ახალი დეტალები სენაკში, მეზობლის მიერ მოკლული ქალის შესახებ

“ჩემი ქალიშვილი სისხლში ცურავდა - ჭიშკრისკენ ჩემი შვილიშვილის ნათლია გარბოდა... სამი შვილის დედაა“ - ახალი დეტალები სენაკში, მეზობლის მიერ მოკლული ქალის შესახებ

მკვლელობა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში. შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი მოკლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, 47 წლის მერაბ ჭითავამ ქალს სახლის კარებზე, გვიან ღამით მიუკაკუნა, რის შემდეგაც მას გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და გაიქცა.

  • “ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით მერაბ ჭითავამ საკუთარი ნათლულის დედა, თეა ხარგელია მოკლა.

მეზობლების თქმით, მოტივი სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. მამაკაცი წუხელ გვიან ღამით დააკავეს. მისი სახლიდან სანადირო თოფი ამოიღეს.

მოკლული ქალის მამა

“9-10 საათი იქნებოდა როდესაც ჩემს შვილს ვუთხარი, რომ დასაწოლად წასულიყო. მალევე გავიგე თოფის ხმა, გარეთ რომ გამოვედი ძირს ჩემი ქალიშვილი ეგდო, სისხლში ცურავდა. ჭიშკრისკენ რომ გავიხედე კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა. შემდეგ გავიგე, რომ ეს იყო ჩემი შვილიშვილის ნათლია მერაბ ჭითავა. ვითხოვთ მკვლელის მკაცრად დასჯას,“ - აცხადებს მოკლულის მამა.

“სამი შვილის დედაა. ამოწყვიტა ოჯახი, დააობლა. მოვითხოვთ მაქსიმალურ დასჯას...“ - აღნიშნავენ მოკლულის მეზობლები.

  • ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და ვერც მოტივს ასახელებს.

“თავად ჩაბარდა, სხვა არაფერი არ ვიცი. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს...“ - აღნიშნავს მამაკაცის დედა ჟურნალისტთან საუბარში.

შსს-ის ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო

იხილეთ ასევე: