ელის-მარია სააკაშვილი 6 წლის გახდა. იუბილარს მამამ მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მის ქალიშვილს ციხიდან განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა და სანუკვარი ოთხფეხა მეგობარი შეუძინა.
“ჩემი ალისა 6 წლის გახდა“ - წერს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აღწერისას...
“მიშა, ძაღლი მოვიდა სახლში და ხელში მეჭირა, ძალიან საყვარელია. ხელში მიჭირავს ახლა...“
- მე მგონი ახლა მაგას უნდა დაარქვა მიშიკო... დიდი გოგო ხარ უკვე, 6 წლის გახდი. წელს უნდა დაიწყო ფრანგულის სწავლა, მერე ესპანურის, მერე უკრაინულიც უნდა ისწავლო როგორც მე და უნდა იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო. გკოცნი ბევრს. როგორ მიყვარხარ შენ არ იცი,“ - მიმართავს სააკაშვილი მის ქალიშვილს.